ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, აქტივისტებმა, რუსი პროპაგანდისტის და ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტზე, სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს და არ უნდა დაეშინათ კვერცხები. ასევე მისი თქმით, ეკონომიკის აღსადგენად ტურიზმს უნდა მივაქციოთ ყურადღება, თავად ტურიზმიდან მაქსიმალური შემოსავლის მისაღებად კი საქართველოში შემოსულ ტურისტს კვერცხები არ უნდა დავუშინოთ.
“უნდა მივაქციოთ ყურადღება მაქსიმალურად ტურიზმს. პირველი არის ვაქცინაცია და მეორე არის ის, რომ, რა თქმა უნდა, არ უნდა ჩავიდინოთ ისეთი სამარცხვინო საქციელი, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოში შემოსულ ტურისტს კვერცხები დაუშინეს.აი, ეს არის ერთ-ერთი კიდევ, ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გაგვაჩნია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ ნეგატიური ეფექტი ჩვენო ეკონომიკისთვის და კიდევ უფრო მეტი შიმშილი მოიტანოს ხალხში. თუ ასეთ რაღაცას უფრო მეტს გავაკეთებთ და ჩვენი მოსახლეობა უფრო მეტს გააკეთებს, მით უფრო დიდი რისკია იმისი, რომ ჩვენი სიღარიბე კიდევ უფრო გაიზრდება”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.