“არ შეგარჩენთ 20 ივნისს” – ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდისა და პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია, საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. ექსპო ჯორჯიასთან ამოქალაქო აქტივისტები ადგილზე ბანერებით არიან მისული და გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაცდომებზე საუბრობენ. აქციაზე ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა შეცვალეს და საქართველოს წევრები არიან მისული.
“გახარია ვერასდროს დაჯდება იმ საერთო ოპოზიციური მაგიდის გარშემო, რომლის გარშემოც ჩვენ ყველანი ვსხედვართ ერთად ერთის წინააღმდეგ”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ფარულავამ.
აქტივისტები ამბობენ, რომ 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, ის საპატიმროში უნდა იყოს და არა პოლიტიკაში.
”ის ოპერაცია, რასაც გახარიას გასასუფთავებლად აკეთებენ, იქნება მხოლოდ მისი იურიდიული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, რადგან ფაქტი შემდგარია, გახარია არის დამნაშავე და ყველამ ვიცით, რა დანაშაული ჩაიდინა გიორგი გახარიამ 20 ივნისს და ამას ვერ შეცვლის ვერანაირი ამნისტია და მხოლოდ და მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აწყობს ახლა მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა” – ამბობს “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი ლაშა ხუსკივაძე.