”არ შეესაბამება სიმართლეს” – აცხადებს უკრაინის რადას ფრაქციის “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს.

  • “მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ.უპირველესად, ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად. მომხდარი რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი”, – თქვა დავით არახამიამ.

არახამია ასევე, საქართველოში 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:

  • “ქართველ ხალხს უყვარს თავისუფლება, აფასებს და მზადაა ის დაიცვას. ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და ღირსეული პასუხი გასცეს დემოკრატიის მოხრჩობის მცდელობას, აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო ქართველო ერო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ. მადლობა იმ ქართველებს, ვინც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ჩვენ მხარეს იბრძვის, მადლობა მხარდაჭერისთვის”, – თქვა დავით არახამიამ