” არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო” – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ საქართველო მართალი იყო, როცა არ მოუსმინა ევროკავშირს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა და ასევე არ გაათავისუფლა მიხეილ სააკაშვილი.
”ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა “გარკვეული შეშფოთება”. – დაწერა ლანდსბერგისმა.
“შეთანხმებას” უარყოფს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც:
ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენ არც ერთ მათგანზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი მესიჯი საპირისპიროა: საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით” – წერს მარგუს ცაჰკნას