ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საზოგადოებას აფრთხილებს, რომ საერთაშორისო მიმოსვლის განახლება რისკების ფრთხილად მართვას მოითხოვს. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინ დიდი გზა გასავლელი და კორონავირუსის კრიზისი მალე არ გადაივლის.
„ქვეყნების უმეტესობა ეპიდემიის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე არიან, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებსაც პანდემია ნაადრევად შეეხო, შემთხვევების რიცხვი მაღალია. არ შევცდეთ, ჩვენ წინ გრძელი გზა გვაქვს. ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება“, – განაცხადა გაბრეიესუსმა.
მან აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე კორონავირუსის ეპიდემიის ზრდის ტენდენციის გამო შეშფოთება გამოხატა.