“ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში ნათლად თქვა და ამ წერილშიც ამბობს: “ქართული ოცნების” რუსული კანონი, ძალადობა მომიტინგეებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე,”
ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს და ევროპარლამენტარების ჯოზეფ ბორელისთვის მიმართვას ეხმაურება.