“ე.წ. აქციებს, რასაც აანონსებს “ნაციონალური მოძრაობა”, არ აქვს ლეგიტიმაცია. არც ქართული საზოგადოების უმრავლესობიდან, არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც საერთაშორისო სასამართლოდან. ეს უნდა აღინიშნოს, იმიტომ, რომ არ შეიძლება მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ხელის შეშლა მოახდინო აქციებით. ეს თავიდანვე ნიშნავს იმას, რომ შენ თუ ხარ პოლიტიკური ძალა, ემიჯნები სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი. ხვალ, 14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.