არ შეიძლება, პარტია 5 ადგილიდან იმართებოდეს, კიდევ კარგად ავიღეთ ხმები – მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, არ შეიძლება პარტია 5 ადგილიდან იმართებოდეს და საბოლოო ჯამში, არ იცოდე, ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი.

“რამდენიმე მართვის და გავლენის ცენტრი იყო, რამაც კარგი როლი არ შეასრულა ნაციონალური მოძრაობისთვის. კიდევ კარგად ავიღეთ გაყალბების პირობებში ის ხმები, რომელიც ავიღეთ. არ შეიძლება პარტია იმართებოდეს 5 ადგილიდან, ან 4 ადგილიდან და საბოლოო ჯამში, არ იცოდე ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი. ეს, მათ შორის, ჩემი ბრალეულობაც არის, მაგრამ მე ვარჩიე კონფლიქტის გაღვივებას, რომელიც კოლაფსით დასრულდებოდა… ბევრ რაღაცაზე ხმა რომ ამომეღო არჩევნებამდე, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაესხემბოდა წყალი”, – თქვა მელიამ ფორმულასთან საუბრისას.

ცნობისთვის, 27 დეკემბერს ნიკა მელია პარტიის ყრილობამ თავმჯდომარედ დაამტკიცა.