ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტულ საკითხს და დავამატე, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერსა და სახელმწიფოს. ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე ზუსტად. არ შეიძლება ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები. არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, მერე სხვანაირად გამოიყენეთ, სამუხაროდ. დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენი და ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ გააუარესებს, ამაზე მეტად ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, არატრადიციული ქორწინების მიმართ გვქონდეს ლიბერალური დამოკიდებულება, ეს ვიგულისხმე, თორემ, ზოგადად, მე თვითონ ლიბერალი ვარ, ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ. ამაზე ლიბერალურად როგორ გამომეხატა ეს საკითხი, მე არ ვიცი. ჩვენი დემოგრაფია, თუ ნახავთ თქვენ და დაინტერესებულხართ, როგორი იქნება 2050 წელს და ეს არ ეხება მარტო საქართველოს. ეს ეხება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას. იცით თქვენ, როგორიც არის პროგრესი და არ გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის ფუფუნება, რომ ამას ხელი შევუწყოთ ნეგატიურ ასპექტში.