არ შემიძლია, მძიმე შთაბეჭდილებით ვარ – ხერხეულიძემ ჰოსპიტალი უკომენტაროდ დატოვა

„არ შემიძლია, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით ვარ“,– თქვა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ და ჟურნალისტებს კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცნობისთვის, 2 დღის წინ ბადრაგებმა სცადეს მისი გადაყვანა რუსთავის N12 ციხეში, თუმცა ის მათ არ დაემორჩილა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, ამ დროს ექსპრეზიდენტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მისი ეტაპირების პროცესი დროებით გადაიდო.