“არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ესაა დიდი ტრაგედია, რომელიც მხრებით უნდა ვატარო”- ამის შესახებ მერაბ კობიაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
“ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ველოდებოდი, იქედან გამომდინარე, რომ არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა. ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის, სიმართლისთვის. მეტს ვერაფერს ვიტყვი”, – თქვა მერაბ კობიაშვილმა და მადლობა გადაუხადა ადვოკატებს.
2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი ადამიანი კი დაჭრეს. მომხდარ ფაქტზე, მერაბ კობიაშვილი დააკავეს და მას ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს.
ასევე პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 ადამიანს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.