“ნამდვილად არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც გასაკეთებელია. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაცია ისევე უნდა უნდოდეს, როგორც ქართველ ხალხს სურს და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ აშშ-მა უფრო სტრატეგიულად უნდა იფიქროს შავი ზღვის რეგიონზე, იმაზე, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასავლეთის ნაწილი.”

აცხადებს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება.