ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის გამო ბარსელონას რეისი ქუთაისში დააბრუნეს

ქუთაისი-ბარსელონას რეისის უკან დაბრუნების მიზეზი გახდა მიწოდებული ინფორმაცია, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ.

ინფორმაციას ამის შესახებ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.

“აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ”, – ვკითხულობთ აეროპორტის განცხადებაში.