“ასაფეთქებელი სათამაშო იყო” – გრიგოლ ნარსია ადვოკატებმა მოინახულეს

ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” შეიარაღებული თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

გრიგოლ ნარსია ცოტა ხნის წინ მოინახულეს ადვოკატებმა. უფლებადამცველის თქმით, ნარსიამ მას უთხრა, რომ ასაფეთქებელი მხოლოდ ბუტაფორია იყო:

  • “მხოლოდ და მხოლოდ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებლები არ იყო, ეს იყო სათამაშო, პნევმატური იარაღი მქონდაო – თქვა ნარსიას ადვოკატმა ციცი ბაბუნაშვილმა.

უფლებადამცველის თქმით,  ნარსია ჩადენილის მოტივად შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.