როგორც ჩანს, ასეთი განცხადებები შანტაჟის ინსტრუმენტი და გარკვეული სამაშველო რგოლია იმ რადიკალი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუხტი ააგორონ და ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ. მაგრამ, საზოგადოებას კარგად აქვს შეფასებული იმ პოლიტიკის სწორი ხაზი, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს.
თუ ბატონი ჰერჩინსკი თვლის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ჩვენ ასე არ ვთვლით, რადგან ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი რაც არის, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას ვგულისხმობ, ამ ვალდებულებებს მუდმივად ვასრულებთ.