ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი შეზღუდვების მოხსნას ეხმიანება და ამბობს, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში, კორონავირუსის მომდევნო პიკი მაისში იქნება.
“ის, რომ სამოქალაქო პროტესტმა შედეგი გამოიღო, კარგია. მაგრამ ვირუსი და თანმდევი ეპიდემია არსად წასულა. გახსნის სიხარულს თან სდევს იმის წუხილი, რომ მთავრობას კვლავაც არ აქვს:
– არც ვაქცინაციის ზუსტი გრაფიკი;
– არც მკაფიო გეგმა, როგორ უნდა ვიარსებოთ მომდევნო 2 წელი, ვიდრე მსოფლიოშიც და ჩვენთანაც ეს პრობლემა იდგება.
გეგმა არაა არც ჩაკეტვა-გახსნა და არც მილიარდობით აღებული ვალით ისევ საკუთარი საარჩევნო ბაზის მოთფვლა. გეგმა არის, როგორ ვცხოვრობთ ისე, რომ არც ვიკეტებით და ინფექციაც ისე არ გაგვირბის, რომ ჩაკეტვა არ მოგვიწიოს.
როცა ეს გეგმა არაა და თან “ლოქდაუნის” პირობებში მთავრობა თვალს ხუჭავს ასეულ კაციან ქორწილებსა და ქელეხებზე, შემთხვევათა მატება გარდაუვალია. ასეთი “მენეჯმენტის” პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს. ქვეყანა უნდა გაიხსნას, ოღონდ საზოგადოებასთან შეთანხმებული და სათანადოდ აღსრულებული წესებით. მოვთხოვოთ მთავრობას გეგმა!”,– წერს ჭიაბერაშვილი Facebook–ზე.
რა შეზღუდვები იხსნება 8 და 15 თებერვლიდან, სრულად იხილეთ ბმულზე.