აშშ–ს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:
“ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების გამო. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და პატიოსან და დამოუკიდებელ სასამართლოს. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ პოლიტიკური დევნის პრობლემა . რამდენადაც გვიხარია, რომ ნიკა მელიას დაკავება გადაიდო, ასეთი პოლიტიკური დევნა და დაკავებები აღარასოდეს უნდა მოხდეს. ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და მოხდეს პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაცია. ვიმედოვნებთ, კრიზისი მოგვარდება მალე და მშვიდობიანად.