“ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება მოახერხებს ეს ფურცელიც გადაფურცლოს”- ამის შესახებ განცხადება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გააკეთა.
“სამწუხაროდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზაობა, მიღწეულიყო კომპრომისი. მე მოვახსენე პრეზიდენტ მიშელს, რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში. იგი გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მინდა მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მე ვიცი, რამდენად ელოდებოდით, რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას. ასევე, მივესალმები ყველა ძალისხმევას, რაც იყო პროცესში. როდესაც ბრიუსელში დავბრუნდები, ჩავიტან ჩემს აზრს, რომ ასეთი ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რაც საქართველოშია, ერთ დღეს მოახერხებს ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს, ამბიციური მომავლისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი კვლავ მზადაა, საქართველოს დაეხმაროს ამ გზაზე.”- განაცხადა დანიელსონმა.
შეგახსენებთ, რომცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინადადება შესთავაზა.