“რეზოლუციას, რომელიც ქართული მედიისა და დემოკრატიის მტრების, სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილის, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქცირებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას პირდაპირ ვიტყვი, ჩალის ფასი აქვს.
იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისათვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება. ფეიკის გავლენისგან დაცული და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დამცველი ევროპარლამენტი , რომელსაც საკუთარი ობიექტური ინტერესების მიხედვით, სუვერენულად მოქმედება შეეძლება. “

 

აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რითიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.