„ეს ყოველდღიური დემარშის ფორმა, ამის საჯარო კომუნიკაციისთვის გამოყენება და პოლიტიკური პროცესის პედალირება იმგვარად, რომ ეს იყოს განხილვის თემა და პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ვფიქრობ, არ ემსახურება იმ საერთო ოპოზიციურ მიზანს, რაც ყველა ოპოზიციურად განწყობილ, არამხოლოდ გამოცდილ, გამოუცდელ პოლიტიკოსსაც და მოქალაქესაც უნდა ამოძრავებდეს, როცა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი სულ რამდენიმე თვეში გეოპოლიტიკურ არჩევნებში.

წარსულშიც ვინ არ წასულა ან მოსულა, მაგრამ ასე ყოველდღიურად წვეთ-წვეთ, დემარშის ფორმა და ამაზე ბრიფინგის გამართვა, რას ემსახურება, ამაზე მოქალაქეები საკუთარ დასკვნებს გამოიტანენ,“

ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან, ნუგზარ წიკლაურის მიერ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, პარტიის დატოვების თაობაზე განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.