ხუთშაბათი, 6 ნოემბერი , 2025, 14:23

ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას მისივე “პრესსამსახური” ავრცელებს.

“პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის განრიგში შედის შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში”- ნათქვამია განცხადებაში.