შაბათი, 4 მაისი , 2024, 14:48

ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას მისივე “პრესსამსახური” ავრცელებს.

“პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის განრიგში შედის შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში”- ნათქვამია განცხადებაში.