ასოციაციის თავმჯდომარე, ზვიად ცაბაძე სოციალურ ქსელში ახალი საეპისკოპოსო კადიდატების სიას აქვეყნებს.
“ახალი საეპისკოპოსო კანდიდატები:
1. არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი)
2. არქიმანდრიტი ? ნაზარ (ბასილაია)
3. არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი)
4. არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი)
5. არქიმანდრიტი სერაფიმე(ჭედია). ცნობილი მოძალადე
ცნობისთვის, სინოდის სხდომა 11 თებერვალს ჩაინიშნა. თეოლოგები ამბობენ, რომ საპატრიარქოზე რუსული გავლენები იზრდება, ამ პირობებში კი ილია მეორის გადაყენება და მეუფე შიოს დაჩქარებული წესით აღსაყდრებაა დაგეგმილი.”პატრიარქის იძულებით გადაყენება სავარაუდო კომპრომატების გამოყენებით მოხდება და შემდეგ საზოგადოებას ისე წარმოუჩენენ, თითქოს, პატრიარქი საკუთარი ნებით, ჯანმრთელობის გამო გადადგა საპატრიარქო ტახტიდან”, – ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე, ზვიად ცაბაძე.
უცნობია, განიხილება თუ არა სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი, თუმცა ოჯახს ამის მოლოდინი არ აქვს.