“ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზიციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ამ ასაკობრივ ჯგუფში მყოფი ადამიანები რეგისტრაციას ხვალ დღის ბოლოდან შეძლებენ.
აქამდე ასტრაზენეკათი მხოლოდ 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები იცრებოდნენ.