დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, მირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ 17 ათასამდე დოზა ვაქცინა გამოუყენებელი დარჩა, რის გამოც ჩამოიწერა.
“ასტრაზენეკას ძირითად დოზებს ვადა გასდიოდა სექტემბერსა და ოქტომბერში. განსაკუთრებით ეს ეხებოდა დონაციით მიღებულ 15 ათას დოზას. გვინდოდა, „ასტრაზენეკა“ ფართო მასშტაბით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა ვაქცინებთან შედარებით, მოთხოვნა დაბალი იყო.
სექტემბერში ვადა გაუვიდა 3 900 დოზას, ოქტომბერში -13 500 დოზას, ანუ სადღაც 17 ათასამდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა, აქედან 15 ათასი დოზა მიღებულია დონაციით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება დარჩენილ ვაქცინებს, გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში არსებულ ჩინურ ვაქცინებს, „სინოფარმს“ და „სინოვაკს“ ვადა 2023 წლის შუა თვეებამდე აქვს, ხოლო „ფაიზერს“ 6 თვე ჰქონდა, თუმცა სამი თვით გაუხანგრძლივდა.