უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ევგენი მოისიუკი რუს სამხედროებს მიმართავს და ეუბნება, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, საყვარელ ადამიანებს ცოცხლები დაუბრუნდნენ.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელით მივმართავ რუს სამხედროებს, რომლებიც ჩვენს მიწაზე ამ უაზრო, სასტიკმა ომმა მოიყვანა. დაფიქრდით, რატომ ხართ აქ, რისთვის იბრძვით, რისი მიღწევა გსურთ.
იმედია დარწმუნდებით, რომ აქ არავინ გელოდათ და ჩვენს მიწაზე არაფერი გაქვთ გასაკეთებელი. დამიჯერეთ, ჩვენი საქმე სამართლიანია, თქვენ კი იარაღი ხართ თქვენი მმართველების ხელში.
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, დაუბრუნდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს სიცოცხლისა და ღირსების დაკარგვის გარეშე. განტვირთეთ იარაღი, ასწიეთ ხელები, რათა ჩვენმა ჯარისკაცებმა და სამოქალაქო პირებმა გაიგონ, რომ თქვენ გესმით. ეს არის თქვენი სახლის ბილეთი. წადი, დაიცავი შენი სამშობლო და არ დაანგრიო ჩვენი!”,– მიმართავს გენერალ-ლეიტენანტი ოკუპანტებს.