აუცილებელია, გავაფართოვოთ შეზღუდვები, რაც შეიძლება, მკაცრი მასშტაბით – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის დათვლით, “დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება როგორც ინფიცირების, ისე სიკვდილიანობის ზრდის კუთხით

“გვიკეთებს პროგნოზირებას, რომ სადღაც დეკემბრის პირველ კვირაში უფრო გვექნება შემთხვევათა ზრდა. პირდაპირ არის მითითებული – თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ შეზღუდვები, პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს” – ამბობს გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, აუცილებელია რომ შეზღუდვები გამკაცრდეს და გაფართოვდეს.

„აუცილებელია, რომ ჩვენ გავამკაცროთ აღსრულება არსებული რეგულაციების და დავამატოთ და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო. დღესაც ბევრი მსჯელობა იყო ამაზე. ვფიქრობ, გაგრძელდება ხვალაც და უახლოეს ორ დღეში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – თქვა გამყრელიძემ.