აუცილებელია, მედიამ საზოგადოებას დამშვიდების საშუალება მისცეს – ზურაბიშვილი

”აუცილებელია, მედიამ საზოგადოებას დამშვიდების საშუალება მისცეს”-დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რაც მეტია დამოუკიდებლობა მით მეტია პასუხისმგებლობა, რაც პირველ რიგში ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს ეხება.

“მათ დისკუსიისა და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ. ასევე დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების აქტიურობით გამოიხატება — აქტიურობა, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს. ამ ვითარებაში არანაკლებია მედიის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება, უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ”, — განაცხადა პრეზიდენტმა.