“აუცილებელია, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ ზიზღის თესვა და ტირაჟირება, მათი განადგურების მოთხოვნა და მოწოდებები შეწყდეს. სხვაგვარად პოლიტიკური გარემო ვერასდროს გაჯანსაღდება, მეტიც, საზოგადოებაში ვერ დაისადგურებს სიმშვიდე და წესრიგი. ამ პირობების გარეშე, რომლებიც უკვე ასახულია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაშიც, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას დიდი საფრთხე ემუქრება. ის უბრალოდ შეწყდება და ისტორიას ჩაბარდება”
წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “დასავლურ მანიფესტში”.