პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ აუცილებელია, კიევში სასწრაფოდ დაბრუნდეს საქართველოს ელჩი.
“არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, 2020 წლის 8 მაისს თბილისში გამოიძახა. მას შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩი არ იმყოფება.