პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებობს სპეციალური ჯგუფი, აპარატის თანამშრომლები, რომლებიც არიან მოპასუხე ნებისმიერ საკონსტიტუციო სარჩელზე. შესაბამისად, დეპუტატების მონაწილეობის აუცილებლობა კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ამ ადამიანებს, სპეციალურ ჯგუფს, რომელიც მოქმედებს, აქვთ სრული ლეგიტიმაცია, კომპეტენცია და ყველა საკონსტიტუციო სარჩელზე ისინი გამოდიან მოპასუხე მხარედ, ამიტომ რაიმე აუცილებლობას, რომ აუცილებლად დეპუტატი ესწრებოდეს ამ განხილვას, ვერ ვხედავთ.

ქართული ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე კითხვაზე, რატომ არ ესწრებიან მმართველი გუნდის დეპუტატები რუსულ კანონზე საკონსტიტუციო განხილვას.