“აუცრელ მორწმუნეებს მოვუწოდებთ, აიცრან”- მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე საშობაო ეპისტოლეს აქვეყნებს და ადამიანის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პანდემიაზე საუბრობს.
”კაცობრიობა მიმდინარე წელსაც გატანჯა კოვიდ19-ის ვირუსულმა პანდემიამ. ვადიდებთ მოწყალების ღმერთს, რომელმაც გააძლიერა სპეციალისტები და მეცნიერები, რომ კრიზისის დასაძლევად შედეგიანი ვაქცინები და სხვა წამლები შეექმნათ; ჯერ კიდევ აუცრელ მორწმუნეებს მოვუწოდებთ, რომ აიცრან და ყველამ მისდიოს სანიტარული უწყებების მიერ რეკომენდირებულ თავდაცვით ზომებს. მეცნიერება, თუკი იგი ადამიანს ემსახურება, ღმრთის ძვირფასი საჩუქარია. გვმართებს მადლიერებით მივიღოთ ეს საჩუქარი და უცოდინართა, თვითმარქვია „ღმრთისაგან მოვლენილებად“ და „ჭეშმარიტი სარწმუნოების სულიერ მრჩეველთა“, სინამდვილეში კი მოყვასის სიყვარულის არქონის გამო თვითგანადგურებულთაუპასუხისმებლო ჭორებით არ წავირთვათ სიცოცხლე, რომელსაც დიდ საფრთხეს უქმნიან ისინი.
უძვირფასესო ძმებო და უსაყვარლესო შვილებო, იმ მყარი რწმენით, რომ თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებასა და მთელი კაცობრიობის მსვლელობას სიბრძნისა და სიყვარულის ღმერთი მიუძღვება, ველოდებით ახალ, ბედნიერ 2022 წელს, რომელიც მიუხედავად არსებული ვითარებებისა და გარემოებებისა, ყოველი ჩვენგანისათვის საცხოვნებელი წელი იქნება, ვინაიდან ამ წლის მოვლენათა მსვლელობასაც კაცთმოყვარე და ყოველივეს განმგებელი ქრისტე წარმართავს, „რომელსაც ნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა“ (1 ტიმ. 2, 4),” – ნათქვამია ეპისტოლეში.