“მივმართავ ენმ ლიდერებს!
აუხსენით თქვენს იმ  აქტივისტებს, ვინც საჯაროდ მოითხოვს  დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე 30 მაჟორიტარული ოლქით ჩატარდება   არჩევნები. 120/30 სისტემა კი ხელისუფლებისთვის უზარაზარი ფორაა,  რადგან მაჟორიტარების ნახევარი წინასწარ უდევს ჯიბეში და მეორე ნახევარში იქნება კონკურენცია მხოლოდ.
რიგგარეშეს მიღწევის ძალა თუ გვექნა –  2 პროცენტიანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით 150 დეპუტატის არჩევასაც მივაღწევთ სწრაფად.  პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მეორე/ მესამე მოსმენით მიღებაა აუცილებელი არჩევნებამდე.”

ამის შესახებ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.