აფგან მუხთარლის თითქმის 11 საათიანი გამოკითხვა დასრულდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თითქმის 11 საათიანი გამოკთხვა დასრულდა. როგორც აფგან მუხთარლიმ, ჟურნალისტებთან, საუბრისას განაცხადა, მან გამომძიებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ რა მოხდა თბილისში მისი დაკავების დროს.

„სრული ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას, მათ შორის, ვარაუდები მომხდარ დანაშაულზე. ახლა გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს და გაარკვიოს ეს ვერსიები. მაქსიმალურად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. დანარჩენი გამოძიებაზეა. დიდი დროა გასული, მაგრამ ვფიქრობ, მაინც შესაძლებელია, გაიხსნას ეს დანაშაული. დავასახელე ის გვარები, ვისთანაც მქონდა პირადად შეხება და ვისგანაც მივიღე ინფორმაცია.ვერსიებს გადამოწმება უკვე დამოკიდებულია გამოძიებაზე; იმაზე, რამდენად იქნება გამოძიება მონდომებული. ეს არ არის იმ კატეგორიის დანაშაული, რომ მისი გახსნა რთული იყოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას