აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ საქართველოს საკონსოლო მის გერმანიიდან გამოფრენას აფერხებს.
მისი თქმით, მას ეუბნებიან, რომ საბუთები არ აქვს წესრიგში.
“სიმართლე არ არის [რომ საბუთები არ მაქვს წესრიგში]. როგორც ჩანს, გაიგეს რომ მოვდივარ და სურთ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე”, – წერს აფგან მუხთარლი.
At Schönefeld Airport now Georgian Airlines and Georgian Consulate is making troubles – they say my documents are not in…
Posted by Afqan Muxtarli on პარასკევი, 09 ოქტომბერი, 2020
მისი ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განმარტებით, ფრენამდე საათ-ნახევარია დარჩენილი და ჯერ კიდევ არ იციან, მუხთარლი საქართველოში ჩამოვა თუ არა. ადვოკატი აცხადებს, რომ ჟურნალისტს საბუთები წესრიგში აქვს.
“ეტყობა მიზეზი ვერ მოდეს ვერაფერი და უთხრეს, წესები შეიცვალაო. გარე ძალები არ ვიცი, რა ძალებია ჩარეული, მაგრამ ფაქტია, რომ ხელს უშლის ჩვენი საკონსულო სამსახური, თუ რა სამსახურიც არის იქ წარმოდგენილი”, — ამბობს ჩოფიკაშვილი.