აფეთქება მუხიანში – არის მსხვერპლი

თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ერთსართულიან შენობაში მოხდა, თუმცა აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.

რა გახდა აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

ინფორმაცია განახლდება.