აფეთქება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში – დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს