აფეთქება სამტრედიის ქუჩაზე – კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რამაც აფეთქება გამოიწვია. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში 93 ოჯახი ცხოვრობს. დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს.

“მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ”, – წერია მერიის განცხადებაში.