აფეთქება სტამბოლის ცენტრში: არის მსხვერპლი

სტამბოლის ცენტრში  ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20   აფეთქება მოხდა. ცნობილია სულ მცირე ერთი დაღუპულის და სულ მცირე ათი დაშავებულის შესახებ.

ბეიოღლუს რაიონში, ტაქსიმის მოედანთან მომხდარი აფეთქების მიზეზები ჯერ კიდევ გაურკვეველია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი ქალაქში. სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ადამიანები დარბიან პოპულარულ საცალფეხო ისტიკლალის ქუჩაზე, სადაც უამრავი კაფე და მაღაზიაა განთავსებული.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოებში ასევე ჩანს ადამიანები, რომლებიც მიწაზე სხედან, დაჭრილები არიან ან აფეთქების შედეგად სმენა დაარგეს.

სტამბოლის გუბერნატორმა ალი იერლიკაიამ ტვიტერზე დაწერა, რომ აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სასწრაფო, სახანძრო და სხვა სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდა.

ისტიკლალის ქუჩაზე ასევე მდებარეობს რუსეთის საკონსულო. მაგრამ აფეთქება მისი შენობიდან რამდენიმე ბლოკის დაშორებით მოხდა.