ყოველდღიურ ანგარიშში ბრიტანეთის დაზვერვამ ყირიმში მდებარე საკის რუსული ავიაბაზის აფეთქების შედეგები გააანალიზა და დაასკვნა, რომ ეს ფაქტი საბრძოლო მოქმედებების შემდგომ მსვლელობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს:
- 9 აგვისტოს რუსეთის ავიაბაზაზე დასავლეთ ყირიმში აფეთქებები მოხდა. აფეთქებების თავდაპირველი მიზეზი უცნობია, თუმცა დიდი სოკოსმაგვარი ღრუბლები, რომლებიც თვითმხილველების ვიდეოებზე ჩანს, დიდი ალბათობით საბრძოლო მასალების მინიმუმ 4 ღია საწყობში დეტონაციის შედეგად წამოიქმნა
- დიდი ალბათობით შეიძლება მტკიცება, რომ აფეთქებების შედეგად განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა მინიმუმ ხუთი ავიაგამანადგურებელ–ბომბდამშენი Су-24 FENCER და სამი გამანადგურებელი Су-30 FLANKER H. საკის ავიაბაზის ცენტრალურმა გამყოფმა ზონამ სერიოზული დაზიანება მიიღო, თუმცა სავარაუდოდ ასაფრენი ბილიკი კვლავ ფუნქციონირებს.
- 8 საბრძოლო თვითმფრინავის დაკარგვა უმნიშვნელოა იმ სამხედრო ავიაციის ფონზე, რომელსაც რუსეთი ამ ომში ფლობს, თუმცა საკი ძირითადად გამოიყენებოდა როგორც რუსეთის შავი ზღვის სამხედრო საზღვაო ფლოტის ავიაციის ბაზა, რომლის შესაძლებლობები ამჟამად ძალიან შემცირებულია. ინციდენტი სავარაუდოდ რუსეთის ხელმძღვანელობას აიძულებს ახლებურად შეხედონ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც ნახევარკუნძულისთვის არსებობს. აქამდე ყირიმი როგორც ჩანს განიხილებოდა როგორც უსართხო ზურგი– ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.