აფეთქების შემთხვევაში შედეგი ჩერნობილზე 10-ჯერ მწვავე იქნება! – კულება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს რომ ხანძარი მძვინვარებს ხოლო აფეთქების შემთხვევაში შედეჰი ჩერნობილზე 10-ჯერ კატასტროფული იქნება.

” ხანძარი უკვე მძვინვარებს. აფეთქების შემთხვევაში შედეგი ჩერნობილზე 10-ჯერ მწვავე იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი და დაუშვან მეხანძრეები უსაფრთხო ზონის დასამყარებლად” . – წერს დმიტრო კულება.


რუსული სამხედრო ძალები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რის შედეგადაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსულ სამხედროებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ რომ “არსებობს ბირთვული კატასტროფის საფრთხე. ცეცხლის ლიკვიდირებას ვერ ახერხებენ რადგან სადგურზე ახლაც ისვრიან.

ატომის მეცნიერთა შეფასებით, რეაქტორის აფეთქება შეუძლებელი ან ძალიან რთულია.