აფხაზებისთვის სოციალური დაფინანსების შეწყვეტა ლავროვმა “ვალდებულებების ბალანსით” ახსნა. ლავროვის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება სიტუაციის გამწვავებას არ უკავშირდება, არამედ იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ორივე მხარეს, რუსეთსა და აფხაზეთს, ურთიერთშეთანხმების საფუზველზე აკისრია.
სოციალურ დაფინასებას აფხაზეთში ექიმები, მასწავლებლები და ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იღებდნენ.
‘’მე ამას გამწვავებას არ დავარქმევდი. . ეს მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა. არსებობს შეთანხმების პაკეტი, რომელიც სანქცირებულია პრეზიდენტების მიერ, მიღებულია ორი ქვეყნის მთავრობების მიერ. ამ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც რატიფიცირებულია ორივე პარლამენტში,ორივე ქვეყანას თავისი ვალდებულება აქვს. საქმე ეხება იმას რომ ამ ვალდებულებების ბალანსი დავიცვათ, და ჩვენი აფხაზი მეგობრები ამას მშვენივრად გებულობენ’’. – განაცხადა ლავროვმა.