აფხაზეთში ბოდიში მოახდევინეს გოგოს, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოვკლევა დაიწყო აფხაზი გოგოს წინააღმდეგ. მან სოციალურ პლატფორმაზე Tik Tok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ “აფხაზეთი საქართველოა”, რის გამოც ბოდიში მოახდევინეს.

ამის შემდეგ ე.წ. შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში გოგონამ პატიება ითხოვა.

ვიდეოში შვილის “საქციელის” შეფასება თხოვეს გოგოს მამასაც, რომელმაც თქვა, რომ “არ იცოდა, თუ ის ამას გააკეთებდა” და ის თავად იბრძოდა აფხაზეთში.

დეფაქტო შსს აცხადებს, რომ “აღშფოთებული მოქალაქეებისან” ზარები მიიღეს, რის შემდეგაც გოგონას და მისი მშობლების დაბარებას გადაწყვიტეს.