“აფხაზეთში 2009 წელს იყო, 6 წლის შემდეგ საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს “- ასე ეხმაურება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და კანდიდატი ვახტანგ გომელაური რუსი ჟურნალისტი საქართველოში კანონის დარღვევით შემოსვლას. მისი თქმით, მაქსიმ შევჩენკოს პასპორტში არ ჰქონდა შტამპი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან ოკუპაციის კანონი დაარღვია.
“ეს ადამიანი შემოვიდა კანონის სრული დაცვით. ბევრი ადამიანი შემოდის, ბიზნესმენია, რეგისტრირდება და შემოდიან ჩვეულებრივად. რაც შეეხება შტამპს, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონდარღვევას დაადგენდა, არაფერი არ იყო, პირველ რიგში. მეორეც, როცა მოვიძიეთ ჩვენ ოპერატიულად, არაოფიციალურად, ეს ადამიანი 2009 წელში იყო ნამყოფი აფხაზეთში. შტამპი რომც ქონოდა, ჩვენივე კანონით 6 წლის შემდეგ შეუძლია ამ ადამიანს რომ შემოვიდეს და ეს აღარ ითვლება დანაშაულად. ანუ შტამპიც რომ ქონოდა, მაინც უფლება არ გვქონდა, რომ არ შემოგვეშვა, თუმცა არანაირი შტამპი არ ჰქონდა, შემოვიდა სრული კანონის დაცვით”, – განაცხადა მან.