აქვს გადაადგილების სირთულეები – თემურ ქათამაძე 46-ე დღეა შიმშილობს

ბათუმელ მედროშეს, რომელიც უკვე 46- დღეა შიმშილობს, გადაადგილების პრობლემები აქვს. ინფორმაციას მისი ადვოკატი მარიამ გაბროშვილი ავრცელებს.  მისი თქმით, ქათამაძეს წონაში 20 კილოგრამზე მეტი აქვს დაკლებული.

“თავს უკვე სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეებიც და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დათანხმდება სამედიცინო კლინიკაში გადაყვანაზე, რადგანაც ამ ვადის შიმშილობის გათვალისწინებით, მას აღენიშნება წონაში მნიშვნელოვანი კლება, საუბარია 20 კგ-ზე მეტ კლებაზე, რაც ბუნებრივია, უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს უახლოეს მომავალში პროცესები სასამართლოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ის თავს კარგად გრძნობდეს, შეძლოს სასამართლო პროცესებზე დასწრება და საკუთარი პოზიციის ზეპირ სხდომაზე დაფიქსირება”- თქვა ადვოკატმა.