სამოქალაქო აქტივისტები თბილისში აქციებზე დაკავების შემდეგ თბილისის გარდა მარნეულის, გორის და თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქების იზოლატორებში გაანაწილეს.
ამ წუთებში გორის იზოლატორთან, პოლიციის მანქანებში იცდიან ზვიად კუპრავა და გოგა ონიანი. პოლიციელების თქმით, “ელოდებიან”, თუმცა არ აკონტრეტებენ, რას. ისინი მანქანაში დაახლოებით ერთი საათია სხედან და ვერ ხერხდება მათი იზოლატორში შეყვანა.
დღეს შსს-მ თბილისში გამართულ აქციებზე 46 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.