აქტივისტებმა ფეხბურთის ფედერაციაში ორუელის “ცხოველების ფერმა” მიიტანეს

სამოქალაქო აქტივისტებმა ფეხბურთის ფედერაციაში ჯორჯ ორუელის წიგნის, “ცხოველების ფერმა”-ს დატოვება სცადეს, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა ფედერაციის თანამშრომელი და ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი, მან აქტივისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქტივისტების პროტესტის მიზეზი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მატჩზე გულშემატკივრების არდაშავებაა. ამავე დროს, სტადიონზე ფეხბურთს ესწრებოდნენ ირაკლი კობახიძე, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ზურა ყიფშიძე და სხვები.