აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისიდან შს სამინისტროსთან გადაინაცვლეს

საპროტესტო აქცია-მსვლელობის მონაწილეები ამჯერად ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან მივიდნენ. მათ იქ “ქართული ოცნები” ცენტრალური ოფისიდან გადაინაცვლეს. ისინი 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის გამო “სისტემის უმოქმედობას” აპროტესტებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სამართალდამცავი სისტემა არ რეაგირებს დანაშაულზე, კრიმინალზე და გულგრილია მსგავსი ფაქტების მიმართ, სამაგიეროდ, აქტივისტების თქმით, პოლიცია მთლიანად პოლიტიკური დავალებების შესრულებაზეა გადასული, მოქმედებს მთლიანად ივანიშვილის ინტერესებით და ცდილობს სამოქალაქო აქტივიზმისა და პროტესტის ჩახშობას.

ცოტახნის წინ,ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.