”აქტიურად განიხილება იზოლაციის ვადების შემცირება” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“რა თქმა უნდა, მედპერსონალის ინფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი რისკი, რომლის მოლოდინიც გვქონდა მედპერსონალის ინფიცირება იყო. მათი დიდი ნაწილი აცრილია, აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ დაავადება მსუბუქად ჩაივლის, უმრავლესობა უსიმპტომოა. აქტიურად განიხილება იზოლაციის ვადების შემცირება და შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო გამოცდილებასთან, რაც არის 5 დღე და ტესტირების საფუძველზე სამსახურში დაბრუნება. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მედპერსონალი, რომელიც უსიმპტომოა და 5 დღის შემდეგ უარყოფითი იქნება დაუბრუნდეს დროულად და არ შეიქმნას პრობლემები. დღესაც პირველადი ჯანდაცვის ქსელში მედპერსონალი დისტანციურად აგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ თავად არის ინფიცირებული. ამგვარი ღონისძიებებით კლინიკები ცდილობენ დეფიციტი აიცილონ“,- აღნიშნავს გაბუნია.