ლოიალური დამოკიდებულება თუნდაც პოლიციური ოპერაციისა, რომელიც 8 მარტს ვიხილეთ, არის გასაკვირია მათთვის და რასაკვირველია, რაც მეტი იქნება დაძაბულობა, მით ძლიერი იქნება ოპოზიციის მცდელობა, ხელისუფლება რაღაც მონსტრად წარმოადგინოს, ანუ დააბრალოს იგივე, რაც თვითონ იყო ყოველთვის. რეალურად, ეს სურათია, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ, ეს არ ხდება, სისხლი არ დაიღვარა, ადამიანი არავინ არ მოკვდა, არავინ არ გარდაიცვალა…

იცით რაშია საქმე, გადავხედოთ რა სიტუაციას, ზოგადად, ამ მხედველობის დაკარგვასთან დაკავშირებითაც გარკვეული შეკითხვები არსებობს. რეალურად, სიკვდილის მოთხოვნა, ორი გვამის მოთხოვნა, დღის წესრიგშია“,

ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ 7-8 მარტის საპროტესტო აქციების დარბევის შესახებ კითხვას.